ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საოკუპაციო ხაზთან მამაკაცი დააკავეს
ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ბერშუეთიდან, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებად.