ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის 2019 წლის ლაურეატები - სია

 
2019 წლის 22 მაისს, ბრიუსელში, ევროკავშირის ლიტერატული პრემიის 14 ლაურეატი დაასახელდა. მათ შორის, საქართველოდან - ბექა ადამაშვილი. ესენი არიან : ლაურა ფროიდენტალერი (ავსტრია), პიია ლეინო (ფინეთი), სოფი დოლი (საფრანგეთი), რეკა მან-ვარჰეგი (უნგრეთი), ბექა ადამაშვილი (საქართველო), ნიკოს ქრისოსი (საბერძნეთი), იან ქარსონი (ირლანდია), ჯიოვანი დოზინი (იტალია), დიანა ოპოლსკაიტე (ლიტვა), მართა ძიდო (პოლონეთი), ტატიანა ტიბულეაცი (რუმინეთი), ივანა დობრაკოვოვა (სლოვაკეთი), ჰასკა შიანი (უკრაინა)  მელისა ჰარისონი (გაერთიანებული სამეფო) ევროკავშირის ლიტერატურული პრემია ტარდება ევროპისა და საერთაშორისო წიგნის გამავრცელებელთა ფედერაციის (EIBF), ასევე, ევროპის მწერალთა საბჭოს (EWC) და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციისაგან (FEP) შემდგარი კონსორციუმის ორგანიზებითა და ევროკომისიის მხარდაჭერით. პრემია ფინანსდება შემოქმედებითი ევროპის მიერ და მონაწილეობა შესაძლებელია ყველა იმ ქვეყნისათვის, რომლებიც მონაწილეობენ კულტურული და შემოქმედებითი სექტორებისათვის ევროკავშირის დაფინანსების ამავე, 2014-2020 წლების პროგრამაში. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: პრემიის ვებგვერდი: http://www.euprizeliterature.eu/ Twitter: http://twitter.com/euplprize Facebook-ის გვერდი:  http://www.facebook.com/pages/European-Union-Prize-for-Literature/201625279911585  Instagram-ის გვერდი: https://www.instagram.com/euplprize/ ევროკავშირის კულტურული პორტალი: http://ec.europa.eu/culture/index_en.htm შემოქმედებითი ევროპის პროგრამა: http://ec.europa.eu/programmes/creative-europe/index_en.htm