ევროკავშირის წარმომომადგენელი საქართველოში მუხთარლის საქმეს ეხმაურება
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ეხმიანება:
"ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ მომხდარის გამო, ყურადღებოთ ვაკვირდებით პროცესს" - თავა მან ჟურნალისტებთან.
"ვუერთები იმ წუხილს, იმ გამონათქვამებს, რომელოც გაკეთდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხზე ადამიანის უფლებების დამცველების და ჟურნალისტების მხრიდან. ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და ვიგებთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელსაც საზოგადოებას აწვდიან მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და პოლიტიკური პარტიები. თქვენ ახსენეთ მოლოდნი და მოლოდონი არის, რომ ფაქტები დადგინდება და ეს საკითხი გაირკვევა. მოლოდინის გარდა, მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა კონტექსტთან დაკავშირებით. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, რომ ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი დაიცვას. ასე რომ, გვჯერა, მთავრობა ამ პრინციპის ერთგული დარჩება“, - განაცხადა ჰერმანმა.