„ევროპული საქართველო“ უზენაესის მოსამართლეების შერჩევისას დამატებით კრიტერიუმებს მოითხოვს

 
„ევროპულმა საქართველომ" მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე რამდენიმე ინიციატივა წარადგინა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისას უნდა გაიწეროს დამატებითი კრიტერიუმები.  „ჩვენი ინიციატივების პაკეტი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას. ერთი-ერთი მიმართულება არის ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში კრიტერიუმების დამატება. სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევა უნდა იყოს პირდაპირ გათვალისწინებული, როგორც დამაბრკოლებელი კრიტერიუმი მოსამართლის უზენაეს სასამართლოში გამწესებისთვის. ევროპული საქართველოს ინიციატივით: 1. პარლამენტმა უნდა მიიღოს დადგენილება, რომლითაც მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მათ მიერ გამჭვირვალე პროცედურებისა და შესაბამისი კრიტერიუმების დადგენის გარეშე წარმოდგენილი სიის უკან გაწვევის თაობაზე. 2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებად დამატებით განისაზღვროს: ა) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევა, რომელშიც იკვეთება კანდიდატის როლი; ა) მის მუშაობაში, დეპუტატების გარდა, ჩაერთონ ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები; ბ) ჯგუფს ჰქონდეს უფლება, საჭიროებისამებრ, გაესაუბროს კანდიდატებს; გ) ჯგუფის მიერ შემუშავებული დასკვნა გასაჯაროვდეს და წარედგინოს იურიდიულ კომიტეტს განსახილველად. ა) კანდიდატთან კითხვა-პასუხისთვის დადგინდეს გარანტირებული დრო ყველა საპარლამენტო ჯგუფისთვის; ბ) პლენარულ სხდომაზე კანდიდატებთან შეხვედრა წარიმართოს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესის შესაბამისად.