ფალიაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს

 
წუხელ თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. როგორც შსს-ში „ლიბერალს" განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ გარდაცვლილა. მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (117) და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით (236) მიმდინარეობს.