„ფეისბუკზე" დაწერილი გინებისთვის სტუდენტი სამართალდამრღვევად ცნეს

 
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ბუბა ნაჭყებია, რომელმაც ფეისბუკის დახურულ ჯგუფში თავის ლექტორის გიორგი გორაშვილის მისამართით გინების ტექსტი გამოაქვეყნა წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო. ბუბა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ მოსამართლის ნათია მერაბიშვილის ეს პერცენდენტული გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ატარებს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ პრეცედენტმა სალანძღავი სიტყვების დაწერის გამო შეიძლება ნებისმიერი ადამიანის გასამართლება გამოიწვიოს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი, რომლის დამრღვევადაც სასამართლომ სტუდენტი მიიჩნია, წვრილმანი ხულიგნობად მოიაზრებს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ბუბა ნაჭყებია, რომელმაც მას ქართული მართლმსაჯულების მორიგი სირცხვილი უწოდა. „დღეს ქართულმა მართლმსაჯულებამ აგვიკრძალა სოციალურ ქსელებში, დახურულ ჯგუფებში კომუნიკაცია და გამყიდველი, რუსეთუმე, კომუნისტი, ოდეერი, სუს-ის აგენტი და ჩანერგილი პროფესორ-აკადემიკოსების ლანძღვა პირველმა ინსტანციამ დაუშვებლად ცნო. მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა მოსამართლეობის საცდელ ვადაშივე მოაწერა ხელი კომუნისტურ იდეოლოგიებს“ წერს ბუბა ნეჭყებია და აანონსებს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.