ფემიციდის შესახებ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

 
პარლამენტმა  ფრაქცია „რესპუბლიკელების" წევრების თამარ კორძაიასა და თამარ ხიდაშელის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ფემიციდის წინააღმდეგ მიმართულ ნორმებს ითვალისწინებდა, არ მიიღო. კენჭისყრა ასეთი შედეგით დასრულდა: 48 მომხრე და 1 მოწინააღმდეგე, რაც  კანონპროქტის მისაღებად საკმარისი არ იყო.  კანონპროექტი გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად აღიარებას, მათ შორის, ისეთ დანაშაულებთან მიმართებით, როგორებიცაა: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ცემა, ძალადობა, იძულება, მუქარა. ფემიციდის შესახებ კანონპროექტზე ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 6 ივნისს იმსჯელა. პროექტს მხოლოდ 3-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის გადაწყვეტილებას თამარ კორძაია Facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა: