„ფლანგვის დეტექტორი“: გასულ წელს ჭიკაიძის შენახვა უფრო მეტი დაგვიჯდა, ვიდრე პრემიერის

 
„ფლანგვის დეტექტორის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს ალექსანდრე (ლექსო) ჭიკაიძემ, ანაზღაურების სახით, 71 700 ლარი მიიღო, რაც თვეში, საშუალოდ, 5 975 ლარს შეადგენს. ორგანიზაციის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების ეროვნული საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ის 2015 წელს დაინიშნა და საქმიანობის პირველ წელს მისმა ჯამურმა შემოსავალმა 40 131 ლარი შეადგინა. „სარგოს ზრდასთან ერთად აღსანიშნავია, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სახელმწიფო მოხელეა. მაგალითისთვის გასულ წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის წლიურმა ანაზღაურებამ ჯამურად 51 369 ლარი შეადგინა. აღნიშნულში არ შედის მის მომსახურებაზე გაწეული ხარჯი (მანქანა, საწვავი, მობილური, ინტერნეტი, მივლინება) და მხოლოდ ხელფასი/დანამატის სახით მიღებულ თანხას გულისხმობს, " - ნათქვამია „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.