ფოთის „კოლხეთის“ 5 ფეხბურთელი ავარიაში მოყვა
გორთან ახლოს, ცენტრალურ მაგისტრალზე საფეხბურთო კლუბ ფოთის „კოლხეთის“ ფეხბურთელები ავარიაში მოყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ავტომობილი მძღოლი, 5 ფეხბურთელი კი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა, რომლითაც ფეხბურთელები მგზავრობდნენ, ბორდიურს შეეჯახა. დაშავებული ფეხბურთელები გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საავადმყოფოდან სამი მოთამაშე გაწერეს, ხოლო ორი მათგანი ჯერჯერობით სტაციონარში რჩება.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.