ფოტო ► ლენტეხში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისთვის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს

 
ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისთვის სამუშოები კვლავ მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები უკვე 19 საათია ტყეში გაჩენილ ხანძარს აქრობენ. ადგილზე რჩება 120 მეხანძრე-მაშველი და შესაბამისი ტექნიკა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური