ფოტო - რომის პაპს სვეტიცხოველთან მმკ-ის წევრები საპროტესტო აქციით ელოდებიან
სვეტიცხოვლის ტაძართან, სადაც რომის პაპი უნდა მოვიდეს, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" მრევლთან ერთად შეიკრიბა. სვეტიცხოვლის შესასვლელისგან მათ პოლიციის კორდონი ყოფს. ისინი ტაძრის ერთ-ერთ შესასვლელთან დგანან. მეორე შესასვლელთან პოლიცია მჭიდროდაა მობილიზებული
მმკ საქართველოში პაპის ვიზიტს აპროტესტებს. ისინი მიიჩნევენ, რომ პაპი ერეტიკოსია. რამდენიმე საათის წინ მათ განცხადება გააკეთეს, სადაც აღნიშნეს, რომ ყველაფერს იზამენ, რათა პაპი ტაძარში არ შეუშვან.