ფოტო ►„დადექი განათლების დასაცავად" - IBSU-ს სტუდენტები კანცელარიასთან აქციას მართავენ
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" სტუდენტები კანცელარიასთან აქციას მართავენ. მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება - უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღების უფლება დაუბრუნდეს.
უნივერსიტეტი აცხადებდა, რომ ჯარიმის თაობაზე სასამართლო დავა მიმდინარეობს, ხოლო შესაბამისი თანხა უნივერსიტეტს აქვს. ამის გამოც ისინი საბჭოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევდნენ.
სტუდენტები მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინაც შეიკრიბნენ. სწორედ გუშინ გახდა ცნობილი, რომ IBSU-ს რექტორმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც უნივერსიტეტი სადავო თანხას იხდის, თუმცა ამავდროულად IBSU-ში მიიჩნევენ, რომ ჯარიმა მათ უსამართლოდ დაეკისრათ.
ეს არ არის მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება, ეს არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხი - საგანმანათლებლო საქმიანობის შეზღუდვა დაუშვებელია დემოკრატიულ ქვეყანაში, ვინაიდან ეჭვქვეშ დგება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაც, იმ 20-ზე მეტ ქვეყნის წინაშე რომელთანაც IBSU თანამშრომლობს.
დადექი IBSU-ს გვერდით, დადექი განათლების დასაცავად!" - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.