ფოტო ►როგორ გამოიყურებოდა ქართული საბჭოთა კინოპლაკატები

 
1937 წ. ქართული მხატვრული ფილმი "არსენა". ფილმი მოგვითხრობს XIX ს-ის გლეხთა აჯანყებასა და მის სულისჩამდგმელ ყაჩაღ არსენა ოძელაშვილის ცხოვრებაზე. დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი; სცენარის ავტორები: სანდრო შანშიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი. მონაწილეობენ: სპარტაკ ბაღაშვილი (არსენა), ნატო ვაჩნაძე (ნენო), ალექსანდრე იმედაშვილი(ფარსადანი), ნუცა ჩხეიძე (დარეჯანი), ვერიკო ანჯაფარიძე (მანანა), ვიქტორ გამყრელიძე (გივი), ივანე პერესტიანი (ბარონი როზენი), პეტრე მორსკოი (მიტროხინი), ვასილ მატოვი (ოსტუჯევი), სეფე ლორთქიფანიძე (ციციშვილი), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი (მარიკა - ზურიკოს დედა), ზურაბ ლეჟავა (ზურიკო) და სხვ. პლაკატზე გამოსახულია კადრი ფილმიდან 1950 წ. პლაკატზე გამოსახულია სცენები ფილმიდან. სცენარი და დადგმა რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილისა; ოპერატორები: ალექსანდრე დიღმელოვი, დავით კანდელაკი; კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე; მხატვარი რევაზ მირზაშვილი 1959 წ. მხატვრული ფილმი "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", კინოსტუდია "ქართული ფილმის" ნაწარმოები; სცენარის ავტორები: სიკო დოლიძე და ევგენი აგრანოვიჩი; დამდგმელი რეჟისორი: სიკო დოლიძე; მხატვრები: გიგა გიგაური, კახი ხუციშვილი; კომპოზიტორი: დ. თორაძე; მონაწილეობენ: ლამარას როლში - ბელა მირიანაშვილი, გიორგის როლში - სერგო ზაქარიაძე. პლაკატზე გამოსახულია ბელა მირიანაშვილისა და სერგო ზაქარიაძის პორტრეტები. პლაკატზე არის მხატვრის ხელმოწერა