ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ.28-კმ.64 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 43-ე კმ-მდე, ჯამში 15 კილომეტრი გზა უკვე გაწმენდილია.