ფულის გავლენა ცხოვრების ხარისხზე & კერძო მსესხებლები
ფულის გავლენა ცხოვრების ხარისხზე & კერძო მსესხებლები
არავისთვისაა გასაკვირი თუ ვიტყვით, რომ ფულს უდიდესი გავლენა ქონდა, აქვს და ექნება ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. ფული განსაზღვრავს ადამიანის კეთილდღეობასა და შესაძლებლობებს. სამწუხაროდ, თუმცა ისეა ცხოვრების ტემპი მოწყობილი, რომ ჩვენი ყოველდღიურობა გადაქცეულა საკმარისი ფინანსების მოგროვებაზე, რადგან სხვაგვარად უბრალოდ რთულია ამ რეალობაში ცხოვრება.
ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად რა არის აუცილებელი? - ისევ და ისევ ფული.
და იცი რა არის ფუნდამენტური მოთხოვნილებები:
-საკვები,
-ჯანმრთელობა;
-საცხოვრებელ;
და ეს ელემენტარული რამეა, რაც სხვათა შორის ბევრ ადამიანს უსახსრობის გამო არ გააჩნია.
შემდეგ კი რისი მიღებაც ადამიანს სურს არის:
-განათლება;
-პიროვნული განვითარება.
ესეც ხომ ელემენტარულია, მაგრამ ამ საკითხსაც ფინანსების არსებობა წყვეტს.
შესაბამისად, თუ გაქვს ფინანსები, შენ შეგიძლია მიიღო საკვები, შეიძინო მედიკამენტები და საკუთარი თავი თუ ოჯახის წევრები უზრუნველყო საცხოვრებლით და ამასთანავე, თუ გამოიმუშავებ იმდენს, რომ თანხა გრჩება, გაქვს შესაძლებლობა იზრუნო განათლების მიღებასა და საკუთარი თავის პიროვნულ განვითარებაზე.
საბოლოოდ მაინც მივდივართ იმ დასკვნამდე და ვთანხმდებით, რომ ფული ეკონომიური და სოციალური სტაბილურობის საფუძველია, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია დავიკმაყოფილოთ პირადი და საზოგადოებრივი მოთხოვნილებები.
და მაინც, ქვეყანაში სადაც შეინიშნება ფინანსური არასტაბილურობა, საიდან ვიშოვოთ საკმარისი თანხა უეცარი საჭიროებისთვის, ჯანმრთელობისთვის, საცხოვრებლისთვის, განათლებისთვის თუ უბრალოდ სურვილების ასასრულებლად? ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ ხშირად საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გასავალი უფრო მეტი აქვს ვიდრე შემოსავალი და არასტაბილური ან დაბალი ხელფასი არ იძლევა საშუალებას აუცილებლობის გარდა რაიმე საინტერესო გააკეთო. ამის შედეგად კი დგება თანხის სესხების საჭიროება.
ხშირად ადამიანები იმდენად გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებიან, რომ ხელს ყველაფერზე მოაწერენ, განსაკუთრებით მაშინ თუ ბანკიც კი არ გაძლევს სესხს.
და თუ არა ბანკი მაშინ ვინ ან რა?
კონკრეტული თანხის სესხის სახით ასაღებად ადამიანები ხშირად მიმართავენ გაცილებით მარტივ გზას, მარტივი გზა კი კერძო პირებზე გადის.
ალბათ გსმენია კერძო პირისგან თანხის სესხების შესაძლებლობაზე? შენ შეგიძლია გაცილებით მარტივი პროცედურით, რომელიც დროშიც არ იწელება, მიიღო სასურველი თანხა, მაგრამ ისევ როგორც ყველაფერი საჭიროებს დაფიქრებას, დაკვირვებას და გაანალიზებას. ყველაფერი ისეთი მარტივი არ არის როგორც ჩანს, შესაბამისად საკმაოდ ინფორმირებულმა უნდა მიიღო გადაწყვეტილება.
იქამდე, სანამ გადაწყვეტთ კერძო პირისგან თანხის სესხებას, ჯერ კარგად უნდა გაეცნოთ რისკებსა და უპირატესობებს.
მოდი აღვნიშნოთ, რომ ოჯახის წევრისგან თუ მეგობრისგან თანხის სესხება დიდი გამართლებაა, ვინაიდან დამატებით ხარჯებს იცილებ თავიდან და როგორც რა ვადაშიც და როგორი რაოდენობებითაც გსურს ისე დაუბრუნებ, თუმცა ხშირად ასე ვერ ხდება სამწუხაროდ, რადგან საკმარისი თანხა უბრალოდ გადადებული ბევრს არ აქვს.
შესაბამისად განვიხილოთ როგორ ხდება ფულის გაპროცენტება კერძო გამსესხებლისგან და რას უნდა ველოდოთ?
იქამდე, სანამ კერძო პირისგან გადაწყვეტთ კონკრეტული თანხის მიღებას, აუცილებლად გაიკითხეთ მეგობრებში, ნაცნობებში, სხვადასხვა დახურულ თუ ღია ჯგუფებში ამ ადამიანის საქმიანობის, სანდოობისა და გამოცდილების შესახებ, ან უბრალოდ შეგიძლიათ ითხოვოთ რჩევა, თუ ვინ არის სანდო პიროვნება ამ საკითხში და რა ბენეფიტებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მსგავსს სიტუაციებში რთულდება უფლებების დაცვა, შესაბამისად გართულებების თავიდან ასაცილებლად და თავის დასაზღვევად ყველაფერი უნდა გქონდეთ წერილობითი სახითაც.
მნიშვნელოვანია საპროცენტო განაკვეთი - ყველა კერძო პირი ინდივიდუალურად გთავაზობთ მას, არჩევანი კი თქვენზეა.
საბოლოოდ შევჯერდეთ იმ დასკვნამდე, რომ ფული მთავარი მამოძრავებელი ძალაა ჩვენი არსებებისთვის, განვითარებისთვის და სურვილების ასრულებისთვის, ეს ყველაფერიც რომ არა, აუცილებელია უბრალოდ საარსებოდ.
და თუ კი თქვენ გჭირდებათ თანხის სწრაფად შოვნა, რის წინაშეც სამწუხაროდ ალბათ ბევრჯერ აღმოჩენილხართ, იდეალური ვარიანტია კერძო პირისგან სესხება, თუმცა სიფრთხილის მაქსიმალური დაცვით, პუნქტების დაზუსტებით, რისკების გათვალისწინებითა და ამ ყოველივეს წერილობით გაფორმებით.