ფულის მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში
დღევანდელ ქაოტურ სამყაროში, სადაც მუდმივად ყველაფერი ძალიან სწრაფად და დიდი დატვირთვით ხდება, ადამიანები გადასულები არიან ფულის გამომუშავებაზე და რაც მეტი მით უკეთესი. ჩვენ, ადამიანებს, დღის მანძილზე ბევრი რამის კეთება გვიწევს, ბევრი რამის მოსწრებაც და პარალელურად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობა, რატომ? - იმიტომ, რომ დრო ფულია და ამავდროულად დრო ძალიან ძვირფასია.
ფული როგორც იცით ახალი შექმნილი არ არის და მას ძალიან დიდხნიანი ისტორია აქვს. მისი საჭიროება ჯერ კიდევ ბევრი საუკუნის წინ იყო. სხვათა შორის, ფული წარმოიშვა გაცვლის სისტემის განვითარების შედეგად.
იქამდე, სანამ რეალური ფული იარსებებდა, ადამიანები ერთმანეთს უცვლიდნენ საჭირო ნივთებს, საკვებს და ა.შ. რაღაც პერიოდის შემდეგ კი გართულდა გაცვლა, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგება და აქედან უკვე გახდა აუცილებლობა ნივთის ყიდვის და ღირებულების შექმნის.
პირველი ოფიციალური მონეტა ძვ.წ VII საუკუნეში მოიჭრა, კერძოდ ლიდიაში, ხოლო ქაღალდის ფული, მაშინდელი ბანკნოტები, IX საუკუნეში გაჩნდა ჩინეთში. იგი ვერცხლისა და ოქროს ალტერნატივა იყო.
დღეს უკვე ფულიც კი გაციფრულდა, ვიყენებთ ბარათებს, ციფრულ გადახდებს და უკვე დღითიდღე აქტიურდება კრიპტოვალუტებიც.
მოკლედ, რამდენიც არ უნდა ვიდავოთ ფული მთავარი ელემენტია ჩვენს ეკონომიკურსა და სოციალურ სისტემაში, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. არსებობისთვის და არა მარტო მთავარი წყარო სწორედ ფულიდან მოდის.
ახლა კი მოდი განვიხილოთ ფულის მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში.
》ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ფულის არსებობა აუცილებელია ჩვენს ცხოვრებაში, თითქმის ყველანაირ ასპექტში. კვება, ჯანმრთელობა, განვითარება, გადაადგილება, საცხოვრებელი პირობების შექმნა - ეს ყოველივე ფულზეა დამოკიდებული. შესაბამისად, გამოდის რომ ფული დიდ გავლენას ახდენს როგორც სოციალურ სტატუსზე ასევე ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
》ფული ის სასარგებლო რესურსია, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის განვითარებას, კომერციულ ურთიერთობებს, ახალ წამოწყებებს, რაც რათქმაუნდა პირდაპირპროპორციულია ქვეყნის ეკონომიკის გაზრდისა და განვითარების და სამუშაო ადგილების მატების.
》ფული ჩვენი ურთიერთობების ნაწილიც არის, რაც დადებითად ან უარყოფითად აისახება სოციუმზე. სხვათა შორის საკმაოდ ხშირად ფულის საკითხი ოჯახური კონფლიქტების სათავეა. ეს ხდება მაშინ, როდესაც განიცდიან ფინანსურ ნაკლოვანებებს, დგება სურვილებზე უარის თქმის აუცილებლობა ან როცა ერთი ადამიანი არასწორად მართავს ფინანსებს. მაგრამ ამასთანავე გვახსოვდეს, რომ ფინანსების სწორი მართვა ურთიერთობების გაძლიერებას უწყობს ხელს.
》ფული ქველმოქმედების მთავარი საწყისია. ის გვაძლევს შესაძლებლობებს დავეხმაროთ სხვებს, ვაკეთოთ სიკეთე, ავუსრულოთ ოცნებები, ხელი შევუწყოთ მათ ჯანმრთელობას და მათი დადებითი ენერგიით დავიმუხტოთ ჩვენც.
》გახსოვდეს, რომ ფული პირდაპირ კავშირშია ცხოვრების ხარისხთან. როდესაც ადამიანი დღის მანძილზე არ ფიქრობს თუ საიდან იშოვოს ფული, რა გააკეთოს დამატებით, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, ის მისდევს საკუთარ ინტერესებს, სურვილებს და უკეთესად ახდენს თვითრეალიზაციას.
მაგრამ, არის კი ფული ოდესმე ვინმესთვის საკმარისი?
ან მოდი გადავხედოთ დღევანდელ რეალობასა და სირთულეებს, ადამიანების უმეტესობა ვერ შოულობს იმდენს, რამდენი გასავალიც აქვს, ბანკში სესხის აღებას კი რიგი გართულებები მოყვება.
იმის ფონზე, რომ ქვეყანაში ყველაფერი გაძვირებულია ბევრ რამეზე გვიწევს უარის თქმა, ან ძალიან დიდი ხნის მანძილზე უნდა აგროვო თანხა რასაც დიდი ნებისყოფაც სჭირდება.
რაც შეეხება ბანკს - პირველ რიგში სადაოა დაგიმტკიცდება თუ არა სესხი და შემდეგ უკვე რა პროცენტში იღებ მას.
მოკლედ, ბანკთან ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებლად უკან იმაზე ბევრად მეტს აბრუნებ ვიდრე აიღე. სამაგიეროდ არსებობს ალტერნატივა - კერძო გამსესხებელი რომელთაგანაც გაიცემა კერძო იპოთეკური სესხი . ასეთ შემთხვევაში თქვენ გიწევთ მარტივი პროცედურების გავლა და პირობებზე შეთანხმებაც უფრო მარტივია.
საბოლოოდ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ფული ერთერთი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენს ცხოვრებაში. ის როგორც დადებით, ასევე უარყოფით გავლენასაც ახდენს ჩვენზე. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ სწორად ვმართოთ ფინანსები მაქსიმალური სარგებლისთვის.