გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი გარდაიცვალა

 
კოფი ანანი, რომელიც პირველი შავკანაიანი აფრიკელი იყო, ვინც გაერო-ს გენერალური მდივანი გახდა, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ის ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ შაბათს, მისი მეუღლის გვერდით მშვიდ გარემოში გარდაიცვალა“, - წერს კოფი ანანის სახელობის ფონდი. კოფი ანანი 1938 წელს განაში დაიბადა. ის გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 1997-დან 2006 წლამდე იკავებდა. 2001 წელს ანანმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაც მიიღო. მოგვიანებით, ის სირიაში გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენლად მუშაობდა, სადაც კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე მუშაობდა.