"გაეთრიე ჩემი საძინებლიდან" - აქცია კანცელარიასთან

 
"სექსი არ არის დანაშაული", "ტუალეტშიც გადამიღე", "სექსით პოლიტიკა არ კეთდება" , - დღეს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველ კადრების გასაპროტესტებლად მოქალაქეები მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ.  აქცია "ქალთა მოძრაობის" მიერ დაიგეგმა. კანცელარიის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები მოითხოვენ შესაბამისმა უწყებებმა დაუყოვნებლივ გამოიძიონ  როგორ გავრცელდა კადრები და დამნაშავეები დაისაჯონ.  "ეს არის ყველაზე ბინძური საქციელი ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ის გაკეთბული, მაგრამ მთავარი დღეს არის არა ის ვინ გადაიღო და როდის, არამედ რას პასუხობს ჩვენი ხელისუფლება. ჩვენი მთავრი მოთხოვნაა  დაუყოვნებლივ, წამებში და წუთებში გაიხსნას ეს დანაშაული. ჩემი აზრით, ხელისუფლების წარმომადგენლებს  პირველ რიგში არა მხოლოდ მედიისთვის უნდა დაერტყათ, თუმცა სწორი იყო რაც თქვეს, მართლა უღირსად მოიქცა მრავალი მედიასაშუალება მაგრამ პირველ რიგში მათ ბოდიში უნდა მეოხადათ ამ ყველაფრის გამო საზოგადოებისთვის და კონკრეტული მსხვერპლისთის. მე წარმომიდგენია მისი მდგომარეიბა ამ საზოგადოებაში ამ ინფირმაციის გავრცელების გამო. ამის შემდეგ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და ცალსახად და ცხადათ ეთქვათ რომ ეს არის მათი პოლიტიკური ყოფნა არყოფნის თემა. თუ ამ საქმეს ვერ გამოიძიებენ დაუყოვნებლივ მე ვფიქრიბ რომ ისინი უბრალოდ უნდა წავიდნენ " - ამბობს ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წევრი ანა აბაშიძე.  "ქალთა მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ როგორც  პოლიტიკური, ასევე  სამართლებრივი პასუხისმგებლობა კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება, მიუხედავად იმისა, თუ როდის მოხდა ჩანაწერების გაკეთება.  "მინდა გამოვხატო პროტესტი იმ ფაქტთან დაკავშირებით რომელიც მოხდა დღეს, გავრცელდა ერთ-ერთი საჯარო პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა. შესაბამისად,  უნდა მოვითხოვთ რეაგირება. პერმანენტულად, ბოლო წლების განმავლობაში ვრცელდება  პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები,  ეს იწვევს ცალსახად უიმედობის განცდას საზოგადოებაში რომ ვართ დაუცველები. ამდენი ხნის განმავლოაბში ვართ გადაბრალების რეჟიმში, ეს ხელისუფლება წინას აბრალებს რომ მათ მიერ არის ჩაწერილი ეს მასალები, ამის პარალელურად ახლა ამ ხელისუფლების პირობებში უპრობლემოდ ვრცელდება ეს ვიდეობი და ჩვენ არ გვახსოვს არაცერთი სამაგალითო გამოძიება და დასჯა, რომელიც ამასთან იქნებოდა დაკავშირებული. მიმაჩნია, რომ სწორია როცა  ხელისყფლებამ გარკვეული პოზიცია დააფიქსირა იმ მედიასაშულებების მიმართ რომლებმაც არ დაიცვეს ეთიკური ჟურნალისტიკის ელემენტარული წესები და არ შემიძლია ამ ფაქტს არ მივესალმო, მაგრამ მეორეს მხრივ საჭიროა ასეთივე მკაცრი ტონალობის რეჟიმში განცხადებების და მოწოდებების გაკეთება რომ სასწრაფოდ იქნას გამოძიებული ეს შემთხვევა, " - ამბობს იურისტი დავით კლდიაშვილი.