გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის თსუ-მა გამარჯვებულები დააჯილდოვა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოძრაობა „არა ბარბარიზმების“ ფარგლებში, გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, უცხოელი ქართველოლოგი და საქართველოში მოღვაწე დიპლომატი დააჯილდოვა.
უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ჯილდო გადაეცათ: სპორტულ ჟურნალისტ ნიაზ მამრიკიშვილს, საზოგადო მოღვაწეს, კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძეს, უცხოელ ქართველოლოგს, ლონდონის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს დონალდ რეიფილდს და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულებას ტოშიო კაიტანის.
გამარჯვებულები თსუ-ის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.
უნივერსიტეტის ცნობით, გამარჯვებულები უნივერსიტეტის პროფესორებისა და საზოგადო მოღვაწეებისგან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა.