განაახლე სიმყუდროვე - რემონტის დროა.
XXI-ე საუკუნე სწრაფი ცვლილებების, სიახლეების, ინოვაციების წლების საუკუნეა. მუდმივი სიახლეებისა და ქაოსის ფონზე, ზოგჯერ ადამიანს სიჩუმე, სიწყნარე, სიმშვიდე სჭირდება გარემოში, რომელიც მის საუკეთესო მოგონებებს ინახავს, ხოლო, ზოგჯერ კი უბრალოდ მისი ცხოვრება ცვლილებებს საჭიროებს. ხშირად ეს ცვლილებები არ უკავშირდება არც კარიერას, არც ცხოვრების სტილის შეცვლას ან რუტინის დარღვევას, ცვლილებები უკავშირდება გარემოს და ამ გარემოში მის ყოველდღიურობას.
როგორც უკვე აღვნიშნე, დგება დღეები, როდესაც ვიცით, რომ სიახლეებს ვსაჭიროებთ და ზოგჯერ ეს სიახლეები განახლებაში მოიძებნება. იმის მიუხედავად სჭირდება თუ არა ჩვენს სახლს/ბინას განახლება და რემონტი, მასში ცვლილებების შესატანად ხშირად მზად ვართ ხოლმე, რადგან სიახლეები და ცვლილებები ჩვენს განწყობაზე და ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.
რემონტი - ეს ის საკითხია, რომლის პროცესსაც ბევრი ალბათ დიდი სიხარულით არც გაიხსენებს, მაგრამ შედეგი ნამდვილად სასიამოვნოა. რემონტის პროცესი ერთი დიდი თავგადასავალია და ამ თავგადასავალში მოგზაურობა დამოუკიდებლად გიწევს. გზადაგზა კი გადაეყრები სირთულეებს, რომელსაც მომზადებული უნდა შეხვდე და განაგრძო სვლა.
რემონტის დროს ადამიანები იღებენ როგორც კარგ ასევე ცუდ გამოცდილებასაც და ეს ბოლო კი სამწუხაროს საკმაოდ ხშირია.
დარღვეული ვადები, გაზრდილი ფინანსური ხარჯი, დროის უქონლობა, მასალების ხარისხის კონტროლი, ხელოსნების მოძიება, წვრილმანი ხარჯების განსაზღვრა, ავეჯის შერჩევა - ეს ის პრობლემებია, რასაც ხშირად აწყდებიან და რომელიც რემონტის პროცესს საკმაოდ უსიამოვნოს ხდის.
მოკლედ რემონტი რესურსების სწორ განაწილებას, სწორად დაგეგმვასა და დიდ მოთმინებას მოითხოვს.
იმისთვის, რომ რემონტის პროცესი სრულად სტრესულად არ დაგამახსოვრდეთ, გიზიარებთ რჩევებს საქმის შესამსუბუქებლად:
》რემონტის დაწყებამდე განსაზღვრეთ როგორ სტილში გსურთ სახლის მოწყობა და რა ტიპის რემონტი გჭირდებათ? ეს იქნება კოსმეტიკური, დიზაინერული თუ კაპიტალური? ამის განსაზღვრა ხარჯების დათვლაშიც რათქმაუნდა ძალიან დაგეხმარებათ.
》მეორე და უმნიშვნელოვანესი საკითხი რათქმაუნდა ფინანსებს ეხება - ბიუჯეტის დაგეგმვა რემონტისას უმნიშვნელოვანესია, უნდა განსაზღვრით მინიმალური და მაქსიმალური ბიუჯეტი დაგეგმილი და დაუგეგმავი ხარჯებისთვის.
》დრო - ხშირად ვადებს ცდება სამუშაოების დასრულება, რაც კიდევ ერთი დიდი დისკომფორტია რემონტის მიმდინარეობისას. ამიტომ მაქსიმალურად უნდა აკონტროლოთ ვადები.
》რემონტის დაწყებამდე აუცილებელია ზუსტად იცოდეთ როგორი დიზაინი გსურთ, რა ფერების გამოყენება გინდათ, როგორ სტილში აპირებთ სახლის მოწყობას და როგორ განალაგებთ ავეჯს.
მოკლედ რემონტი პატარა თანხებთან არ არის დაკავშირებული, მით უფრო რომ მზად უნდა იყოთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის რომელიც საკმაოდ ხშირი და დიდია.
თუ თქვენ რემონტისთვის არ გაქვთ საკმარისი თანხა მაგრამ სურვილი დიდია, რომ ძველი ახლით შეცვალოთ მაშინ იპოთეკური სესხის აღება ერთ-ერთი გამოსავალია. შესაძლოა აქამდე იცოდი, რომ იპოთეკური სესხის აღება მხოლოდ ბინის შესაძენად იყო შესაძლებელი, მაგრამ ასე არა არის.
იპოთეკურ სესხზე შეთავაზებას ბევრ ბანკში ნახავთ როგორც უზრუნველყოფით ისე უზრუნველყოფის გარეშეც, სხვადასხვა პროცენტებში, სხვადასხვა პირობით.
ასევე არსებობს კერძო იპოთეკური სესხი რომლის პირობებსაც კერძო გამსესხებელთან ათანხმებთ.
სესხის აღებამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ:
სესხის ვადა, პროცენტული განაკვეთი, წინასწარ დაფარვის პირობა, აუცილებელი უზრუნველყოფა – მაგალითად, უძრავი ქონება.
რატომ უნდა ავიღოთ იპოთეკური სესხი რემონტისთვის?
》იპოთეკური სესხის აღებას რამდენიმე სახის უპირატესობა აქვს, მაგალითად, ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხებისგან განსხვავებით იპოთეკური სესხის აღებას დაბალ საპროცენტო განაკვეთში შეძლებთ.
》თანხის მიღება შეგიძლიათ 3000 ლარიდან, საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა.
》ფიქსირებული ან ცვლადი განაკვეთი.
》გრძელვადიანი დაფარვის შესაძლებლობა – სესხის ვადა შეიძლება იყოს 5, 10 ან 20 წლამდე.
რემონტისთვის განკუთვნილი იპოთეკური სესხის თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგისთვის:
•იატაკისა და კედლების მასალების შესაცვლელად;
•ელექტრო და სანტექნიკური სისტემების შეცვლად;
•რეკონსტრუქციისთვის;
•სრულად კაპიტალური რემონტისთვის.
რემონტი რთული და შრომატევადი პროცესია, თუმცა სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ის შეიძლება გახდეს სასიამოვნო გამოცდილება. მოძებნეთ სანდო ხელოსნები, ან სპეციალურ კომპანიებს ანდეთ სრულიად რემონტის საკითხი. ეს უკანასკნელი კი საკმაოდ გაგიადვილებთ საქმეს. განაახლე სიმყუდროვე და იცხოვრე მშვიდ გარემოში.