განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

 
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ   მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა  გიორგი გახარიამ ხელი უკვე მოაწერა. შეგახსენებთ, მიხეილ ჩხენკელი   განათლების მინისტრი  2017-2018 წლებში ერთხელ უკვე იყო.   დღემდე კი განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თანამდებობა ეკავა. 2017 წლამდე ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობას იკავებდა. მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.