განათლების სამინისტროსთან IBSU-ის მხარდასაჭერად მისული სტუდენტები მინისტრს ხვდებიან

 
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ (IBSU) მხარდასაჭერად განათლების სამინისტროსთან სტუდენტები შეიკრიბნენ. აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სტუდენტები მინისტრთან შესახვედრად შევიდნენ. უნივერსიტეტი მხარდაჭერისთვის არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და საზოგადოებას მიმართავს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უფროსის, თამარ სანიკიძის თქმით კი, შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღების ერთი წლით შეზღუდვა კანონიერია. მისი განმარტებით, უნივერსიტეტი გადასახადების გადახდას თავს არიდებდა, რის გამოც დაეკისრა ჯარიმა და აქვს დავალიანება სახელმწიფოს მიმართ. ეს გახდა სტუდენტების მიღების შეჩერების მიზეზი.