„გაუმარჯოს საქართველოს" - საინგილოში დაბადებულმა გასანოვმა გამარჯვება საქართველოს მიუძღვნა

 
აზერბაიჯანის სოფელ ითითალაში დაბადებულმა ინგილო სურაჯ გასანოვმა რუსეთში რუსი მეტოქე დაამარცხა და M1-ის ერთ-ერთი ეტაპის გამარჯვებული გახდა. სპორტსმენმა გამარჯვება საქართველოს მიუძღვნა. ის ორთაბრძოლის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ რინგზე საქართველოს დროშით გამოვიდა. ორთაბრძოლა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გაიმართა.  ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სურაჯ გასანოვი საქართველოს დროშით გამოდის და გამარჯვებაც საქართველოს უძღვნის.  От всего клуба @sled_mma_team Поздравляем вас