გავლენიანი „რესპუბლიკელი“ პოლიტიკოსების ნაწილი ტრამპის წინააღმდეგ გამოდის

 
„რესპუბლიკური პარტიის“ რამდენიმე გავლენიანმა პოლიტიკოსმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის კანდიდატურის წარდგენა ღიად გააკრიტიკა. „სუპერსამშაბათს“ თერთმეტიდან შვიდ შტატში გამარჯვების შემდეგ ტრმაპმა თავს „გამაერთიანებელი უწოდა“, თუმცა პარტიის ვეტერანები მიიჩნევენ, რომ მილიარდერი ნოემბრის არჩევნებში წააგებს. ამავე შეხედულებას იზიარებს სენატორი ლინდსი გრემი. პრეზიდენტობის ყოფილი „რესპუბლიკელი" კანდიდატი მიტ რომნი აპირებს, საჯაროდ გააკრიტიკოს ტრამპი, რომლის შეხედულებები, მათ შორის საემიგრაციო პოლიტიკაზე, პარტიისთვის მიუღებელია. „სუპერსამშაბათში“ გამარჯვებამ, როდესაც ხმის მიცემა ერთდროულად რამდენიმე შტატში გაიმართა, ტრამპი „რესპუბლიკელების“ მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ყველაზე აშკარა სავარაუდო კანდიდატად გამოიკვეთა. დონალდ ტრამპმა პირველი ადგილი დაიკავა შემდეგ შტატებში: ალაბამაში, ჯორჯიაში, მასაჩუსეტსში, ტენესიში, ვირჯინიაში, არკანზასსა და ვერმონტში. ტრამპმა, რომლის მიმართაც პარტიის ელიტა ანტიპათიურადაა განწყობილი, პირობა დადო, რომ ნოემბერში „დემოკრატ“ ჰილარი კლინტონს არჩევნებში დაამარცხებს. დანარჩენი „რესპუბლიკელი“ კანდიდატები ჯერ კიდევ იმედს არ კარგავენ. ტედ კრუზმა განაცხადა, რომ მხოლოდ მას შეუძლია, ტრამპს კონკურენცია გაუწიოს. მარკო რუბიო, რომელზეც „რესბულიკელების“ დიდი ნაწილი იმედებს ამყარებს, შთაგონებულია მინესოტაში თავისი პირველი გამარჯვებით და 15 მარტს მშობლიურ ფლორიდაში გამარჯვების იმედი აქვს. წყარო: BBC