გერის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 
თბილისის საქალაქო სასამართლომ გერის მიმართ განხორციელებული ფიზიკურ ძალადობაში  ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  „სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს, მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა კ.ც.-მ  ქ.თბილისში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, გერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დაზარალებულის  არასრულწლოვანი შვილი შეესწრო.   სამართალდამცველებმა კ.ც. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“,- ნათქვამია განცხადებაში.