გერმანელმა პარლამენტარებმა ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების ლეგალიზებას მხარი დაუჭირეს

 
გერმანელმა კანონმდებლებმა ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ქორწინების უფლების მინიჭებას მხარი დაუჭირეს. ისტორიული გადაწყვეტილება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ამ საკითხის პირდაპირი კენჭისყრის წესით გადაწყვეტის შესახებ საწინააღმდეგო პოზიცია დათმო.  CNN-ის ინფორმაციით, კანონპროექტი ჰომოსექსუალ წყვილებს ისეთივე უფლებებს ანიჭებს, როგორიც ჰეტეროსექსუალ წყვილებს აქვთ, რაც დაქორწინებისა და შვილის აყვანის უფლებებს გულისხმობს. აქამდე გერმანიაში ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობაში შესვლა იყო შესაძლებელი.  კანონი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დამტკიცდება. ამის შემდეგ გერმანია ერთ-ერთი იქნება 20-ზე მეტ ქვეყანას შორის, სადაც ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება კანონით დაშვებულია.  YouGov-ის მიერ ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანიის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი მხარს უჭერს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას.