გერმანიაში თავდამსხმელი ავტომანქანით ტროტუარზე გადავიდა, სამი ადამიანი დაშავდა
გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგში თავდამსხმელი ავტომანქანით ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე გადავიდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.
BBC-ის ცნობით თავდამსხმელი შეიარაღებული იყო დანით. პოლიციამ მას ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.
დეკემბერში, ბერლინში თავდამსხმელი, რომელიც ატარებდა სატვირთო მანქანას საშოაბაო ბაზრობაზე შევარდა, რის შედეგადაც დაიღუპა 12 ადამიანი და დაშავდა 50-ზე მეტი.