გია ვოლსკი: მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება

 
მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ „რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემა „არჩეანში" საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, კოალიციაში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე არ საუბრობენ. დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის, გარემოს დაცვის, განათლების მინისტრებს, ასევე შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თანამდებობები უნდა დაეტოვებინათ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა.