გიორგი ანდრიაძის 7 რჩეული ფილმი
„ლიბერალი“ წარმოგიდგენთ რუბრიკას - LIST. ჩვენ შემოგთავაზებთ საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანების რჩეულ ფილმებს, წიგნებს, მუსიკას, მოვლენებს...
რუბრიკა მუშაობას პრეზიდენტობის კანდიდატთა რჩეული ფილმებით იწყებს. გთავაზობთ პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი ანდრიაძის 7 რჩეულ ფილმს.
„განასახიერებს უსამართლო სახელმწიფო სისტემასთან ღირსებით მებრძოლი პიროვნების სახეს. ნათლად წარმოაჩენს ამ სისტემის მიერ შექმნილ მახინჯ პიროვნებებს და დაბეჩავებულ, გადაგვარებულ საზოგადოებას“.
„განასახიერებს მტრისადმი ღირსეულ დამოკიდებულებას და სიყვარულით ადამიანის შეცვლის სასწაულს“.
„განასახიერებს სიყვარულსა და ერთგულებას და მარადისობაში ამ ურთიერთობის გაგრძელებას, ღმერთის ცხადად მონაწილეობას ადამიანების ცხოვრებაში“.
„განასახიერებს ღვთის განგებულების მოქმედებას. მტრისადმი პატივისცემას. ფანატიზმის უგუნურებას და საკუთარ თავზე მაღლა დადგომას. მოქმედებას შინაგანი ზნეობრივი პრინციპებით და არა ხელისუფალი არაზნეობრივი ბრძანებების მიხედვით“.
„ქრისტიანული სარწმუნოების ყველაზე მარტივად და სადად გადმოცემული ფილმია, სადაც ნაჩვენებია რწმენის ძალა და ადამიანის გაუტეხელი ბუნება“.
„ქართველი ადამიანის სამშობლოსადმი საოცარი სიყვარულის მაგალითი. ზოგადად ფილმი ასახავს ქართველი კაცის ხასიათს, მის შემწყნარებლულ ბუნებას, ვაჟკაცობას, თავდადებას., ღირსებას, მეგობრობის უდიდესი ნიჭის ქონას და ყველაზე მეტად კი გამოხატავს სამშობლოსადმი განუზომელ სიყვარულს“.
„ამ ფილმში ასახულია ადამიანის ამაღლებული ბუნება, სამშობლოს სიყვარულის გამო დაითმინოს უსამართლო დევნა-შევიწროება, დათმოს საკუთარი პირადი ბედნიერება და დადგეს საკუთარ თავზე მაღლა, სამშობლოსათვის და მოყვასისათვის“.