გიორგი მამალაძის დედა: ეს ყველაფერი სისულელეა
მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დედა, ქეთევან მაღლაკელიძე ამბობს, რომ არ სჯერა იმ ინფორმაციისა და ბრალდების, რაც პროკურატურამ მის შვილს წაუყენა.
„როგორ შეიძლება, მღვდლის დედას სჯეროდეს იმ ინფორმაციის, რაც თქვა პრკურატურამ. ჩემი შვილი პატრიარქის გამო ოჯახს გვერდზე გადაწევდა, ეს ყველაფერი სისულელეა.
აღმოჩნდა, რომ ითხოვს ოჯახის დაცვას, რაც სახალხო დამცველმაც დაადასტურა, ალბათ, იყო რაღაც საფუძველი ამისთვის. გამომძიებლებთან კი არანაირი კონტაქტი არ ყოფილა იმ დღის შემდეგ“.- განაცხადა გიორგი მამალაძის დედამ.