გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის გახსნას აანონსებს

 
თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, - განუცხადა სააგენტო „რია ნოვოსტის“ გრიგორი კარასინმა. რუსმა დიპლომატმა აღნიშნული განცხადება გუშინ, პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა. გრიგორი კარასინი იმედოვნებს, რომ კულტურული ღონისძიება, რომელშიც რუსები მიიღებენ მონაწილეობას ინციდენტების გარეშე ჩაივლის. ასეთი ცენტრის გახსნის შესახებ ცნობას უარყოფს ზურაბ აბაშიძე.