გურჯაანში, ღვინის ქარხანაში მუშა დაწურული ყურძნის ავზში ჩავარდა

 
ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში მუშა სამუშაოების შესრულებისას დაწურული ყურძნის ავზში ჩავარდა, - ამის შესახებ „ლიბერალს" შსს-ში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, შედეგად მუშამ გონება დაკარგა. ის გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი. „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულოსხმობს", - აცხადებენ შსს-ში.