ილია II ლია უკლებას ნახატზე: მიკვირს, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილიას უნივერსიტეტში „თვითმკვლელი ღვთისმშობლის" ნახატის გამოფენაზე აცხადებს, რომ ასეთი შეურაცხყოფა საქართველოში ჯერ არ ყოფილა.
ილია II-მ, საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, რომ მას უკვირს, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.
„არის ერთი სამწუხარო ამბავი, წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც არის გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, უჭირავს პისტოლეტი და თავს იკლავს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოების და საქართველოსი. მე მიკვირს, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში. საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა და იმედია, რომ გამოსწორდებიან", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
ლია უკლებას ნახატები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიფინა, რომელზეც ფეხმძიმე ღვთისმშობელი, იარაღით ხელშია გამოსახული.