ინტერნეტში სავარაუდოდ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერი ვრცელდება
ინტერნეტში სავარაუდოდ „რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს შორის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი ვრცელდება.
ჩანაწერში, სავარაუდოდ მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ სასმართლო გადატვირთლია, და თითო მოსამართლეს 500-600 საქმე აქვს განსახილველი.
„1500 საქმე მარტო სამოქალაქოში მაქვს გასანაწილებელი. თითო მოსამართლეს მარტო 500-600 საქმე აწერია უკვე. არ ვიცი, კატასტროპფაა. გვენეტაძე სავარჯიშო ბალიშივითაა. მთავრობის მხარეს არის, მეგონა, რომ რაღაცას არ გააფუჭებდა მაინც".
აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ასევე უცნობია, მისი მოპოვების კანონიერება.