„ინტერპრესნიუსის" პასუხისმგებელი რედაქტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა

 
„პალიტრა მედიის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, „ინტერპრესნიუსის" რედაქტორი, რომელიც პასუხისმგებელი იყო პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებაზე, გათავისუფლდა, - ნათქვამია „პალიტრა მედიის" განცხადებაში. „პალიტრა მედია" გმობს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების ნებისმიერი ფორმით გავრცელებას და იმედს გამოთქვამს, რომ უმოკლეს დროში მოხდება იმ პირის (თუ პირთა) დადგენა, რომელმაც ინტერნეტსივრცეში ვიდეო ატვირთა და გაავრცელა.  როგორც ცნობილია, სააგენტო „ინტერპრესნიუსმა" გუშინ, რამდენიმე წუთით განათავსა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს ინფორმაციას თან არ ახლდა არც ვიდეომასალა და არც მასზე გადასასვლელი ბმული, დასახელებული იყო ვიდეოს სახელწოდება, რაც საშუალებას იძლეოდა მომხდარიყო პირის იდენტიფიცირება", - აცხადებს „პალიტრა მედია".