იპოთეკური სესხი ემიგრანტებისთვის

 

დღეს დღეისობით ძალიან ბევრი ქართველი ხდება ემიგრანტი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი ხნით უწევთ ცხოვრება ოჯახის ფინანსური კეთილდღეობისთვის, ვალდებულებების დასაფარად და უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

ემიგრანტობა რომ მარტივი არ არის და ძალიან ბევრი სირთულე ახლავს თან ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია, მაგრამ, მიზანი, რომელიც ემიგრაციის წინაპირობაა ყველა სირთულეზე უფრო ძლიერია.

ემიგრანტების მთავარი მიზანი მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობის შექმნა არ არის, მათ მიზანს ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს უძრავი ქონების შეძენა მათთვის და მათი ოჯახისთვის. სწორედ იმისთვის, რომ ემიგრაციაში მყოფებს საქართველოში დაბრუნების გარეშე გაუმარტივდეთ ბინის შეძენა და ასევე ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს, ამისთვის არსებობს იპოთეკური სესხი, რომელიც ერთერთი საუკეთესო საშუალებაა ოცნების ასასრულებლად, ასევე არსებობს კერძო გამსესხებელი რომელიც უძრავი ქონების უზრუნველყოფით გასცემს სესხს გარდა იპოთეკური სესხისა, სხვადასხვა დეველოპერული კომპანიები განსაკუთრებულ შეთავაზებებს აკეთებენ სპეციალურად ემიგრანტებისთვის.

ადრე მსგავსი ტიპის სესხდები საკმაოდ რთულად იყო ხელმისაწვდომი, რადგან ემიგრანტებისთვის ადაპტირებული პროდუქტები თითქმის არ არსებობდა, ახლა კი საბედნიეროდ მსგავსი სახის პრობლემა მოხსნილია.

 

თუ ხართ ემიგრანტი და აპირებთ იპოთეკური სესხის აღებას საქართველოში, მაშინ განაგრძე კითხვა, რადგან ახლა იმ ძირითად მოთხოვნებს და კრიტერიუმებს გაგაცნობთ, რასაც უნდა აკმაყოფილებდეთ.

პირველი და უმნიშვნელოვანესი ეს არის სტაბილური შემოსავალი – აუცილებელია გქონდეთ მუდმივი, დადასტურებული შემოსავალი უცხოეთში. შემოსავლის დადასტურება ხდება საბანკო ამონაწერით, ხელფასის ცნობით ან შრომითი ხელშეკრულებით.

უნდა გყავდეთ თანამსესხებელი საქართველოში, თუმცა ყველა ბანკის მოთხოვნას ეს არ წარმოადგენს.

იპოთეკური სესხის მისაღებად გარდა დადასტურებული შემოსავლისა საჭიროა  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემოსავლების წყაროს დადასტურება და ბინის ან სახლის შესაძენად გაფორმებული წინასწარი შეთანხმება.

აუცილებელია უძრავი ქონების უზრუნველყოფაც.

ხშირ შემთხევაში პირველად შენატანს შეადგენს თანხის 10-30%.

 

ბანკების სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებს.

საქართველოში წამყვანი ბანკები უკვე რამდენიმე წელია აქტიურად სთავაზობენ ემიგრანტებს სპეციალურ შეთავაზებებს იპოთეკური სესხის ასაღებად:

სესხის ვადა არის 5-დან 20 წლამდე ხოლო სესხის აღება შესაძლებელია სხვადასხვა ვალუტაში ანუ, როგორც ლარში ასევე ევროსა და დოლარში. რაც შეეხება წლიურ საპროცენტო განაკვეთს დამოკიდებულია სესხია ვალუტაზე და პირობებზე მაგრამ, საშუალოდ საპროცენტო განაკვეთი 7%-დან 12%-მდე მერყეობს.

ბანკებს აქვთ ის უპირატესობა, რომ სესხზე მოთხოვნის გაკეთება დისტანციურად ხდება, ანუ მსესხებელს შეუძლია ონლაინ განაცხადის შევსება და დისტანციური კომუნიკაციის განხორციელება ოპერატორთან, რაც დიდ შეღავათს წარმოადგენს ემიგრანტისთვის, რადგან მას ამ პროცესების წასამართად არ სჭირდება ზედმეტი ხარჯის გაღება და ქვეყანაში ჩამოსვლა.

ხოლო მაშინ, როდესაც სესხი უკვე დამტკიცებულია, ემიგრანტს აქვს შესაძლებლობა მინდობილობა გააფორმოს და მოაგვაროს ხელშეკრულების გაფორმების ეტაპი.

 

სესხის აღებამდე უმნიშვნელოვანესია დეტალურად შეისწავლოთ/გაეცნოთ ყველანაირ პირობასა თუ დეტალს.

წინასწარ გაეცანით ვალუტის კურსის რისკებს (ეს იმ შემთხვევისთვის თუ სესხს უცხოურ ვალუტაში იღებთ).

საპროცენტო განაკვეთს - გადაამოწმეთ და დარწმუნდით სესხს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით იღებთ თუ ცვალებადით.

დაიანგარიშეთ დამატებითი ხარჯები რაშიც შედია დაზღვევა, საკომისიოები და სხვა.

 

საკუთარი ბინის ქონა ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებით კი ემიგრანტისთვის, რადგან დიდი ხნის მანძილზე მოშორებულები არიან ოჯახსა და სამშობლოს უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამავე, ბინის შეძენის მიზეზით. ამიტომ ემიგრანტისთვის მნიშვნელოვანია სამშობლოში დაბრუნების დროს უკვე მზად დახვდეს საკუთარი საცხოვრებელი.

ამავდროულად ბინის შეძენა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა რომელიც მომავალში სარფიან და სტაბილურ შემოსავლად შეიძლება იქცეს.

მოკლედ, იპოთეკური სესხი ემიგრანტისთვის და არა მარტო ემიგრანტისთვის, წარმოადგენს რეალურ გზას საკუთარი ქონების შესაძენად. დისტანციური მომსახურება კი ამ პროცეს ერთმნიშვნელოვნად ამარტივებს. თუმცა სესხის აღებამდე დარწმუნდით, რომ ყველა პუნქტი გასაგებია თქვენთვის და ამავდროულად მისაღებიც.

იქიდან გამომდინარე, რომ ბანკები ერთმანეთზე უკეთეს მომხიბლავ წინადადებებს გთავაზობენ, აარჩიეთ თქვენთვის რელევანტური შეთავაზება და დარწმუნდით, რომ მომხიბლავი წინადადების უკან რეალურად ის პირობები დგას, რამაც კონკრეტულ ბანკთან გადაგაწყვეტინათ თანამშრომლობა.