ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია და გიორგი უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს

 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გამოძიებას ატარებს. უწყების ცნობით, ამ გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი,  ასევე, დაბარებული იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყებამ დღეს ერთი პირი , ე.წ. მოლოტოვის  კოქტეილების დამზადების ფაქტზე დააკავა. შსს-მ ე.წ.მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა