ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს

 
გორში ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.  შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილე პირი დადგენილია და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. ირაკლი ოქრუაშვილის, განცხადებით, ამომრჩევლებს თანმხლებ პირებთან ერთად რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. მისივე ინფორმაციით, დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.