ირანში წყალდიდობამ 19 ადამიანი იმსხვერპლა - დაშავდა 119 ადამიანი

 
ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ ირანის ქალაქ შირაზში 19 ადამიანი იმსხვერპლა. ადგილობრივი გამოქცემა Tansim News-ის ინფორმაციით, დაშავდა 119 ადამიანი.  ადგილობრივი ოფიციალური პირების განმარტებით, წყალდიდობამ მთავარი ავტომაგისტრალი დაფარა, რის გამოც მოსახლეობა ქალაქიდან გაღწევას ვერ ახერხებს.  CNN-ის მეტეოროლოგების ცნობით, ქალაქში რამდენიმე საათში მთელი თვის ოდენობის ნალექი მოვიდა.  ნალექებმა 13 პროვინციაში ძლიერი წვიმები, თოვლი და ქარბუქი გამოიწვია. CNN-ის ცნობით, ხელისუფლებამ მოსახლეობის წინასწარ გაფრთხილება ვერ მოასწრო. მოსალოდნელია, რომ ირანში ძლიერი წვიმა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.  شیراز#سیل_شیراز ....#لعنت pic.twitter.com/cGHBQ02VbQ