იტალიაში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, არის მსხვერპლი

 
იტალიაში, ქალაქ გენუასთან ახლოს საავტომობილო ხიდი ჩაინგრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნანგრევებში მინიმუმ 20 ადამიანი მოჰყვა. მანქანები დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან ჩაცვივდნენ. საავტომობილო ხიდი დღეს შუადღისას, ძლიერი ქარისა და წვიმის დროს ჩაინგრა. ნგრევის ამსახველ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ აღნიშნულის მიზეზი ერთ-ერთი დამჭერი სვეტის ჩამოშლა გახდა. მორანდის ხიდის ის ნაწილი, რომელიც ჩაინგრა, რკინიგზის თავზე გადიოდა. „შემზარავი ტრაგედია“ - ასე გამოეხმურა მომხდარ შემთხვევას იტალიის ტრანსპორტის მინისტრი დანილო ტორინელი. Disastro a #Genova. Crolla il ponte Autostradale. Stiamo cercando informazioni. pic.twitter.com/f2Z0c91JLZ ჯერჯერობით უცნობია მსხვერპლის რაოდენობა, თუმცა თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ ცვიოდა მანქანები ხიდის ნანგრევებთან ერთად. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს სატვირთო ავტომობილიც, რომელიც ჩავარდნას მცირედით გადაურჩა. #14ago #Genova 12:00, crolla parte del ponte Morandi sulla #A10. Le squadre #vigilidelfuoco stanno operando in massa, attivatinteam usar e cinofili pic.twitter.com/gjSJLvjw1K შემთხვევის ადგილზე მუშაობას, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ართულებს რთული მეტეოროლოგიური პირობები.