„იუდა!“ - მმკ და მრევლი პაპს სვეტიცხოველთან შეძახილებით დახვდა

 
სვეტიცხოვლის ტაძართან რომის პაპს „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" და მრევლი საპროტესტო აქციითა და შეძახილებით დახვდა.  სვეტიცხოვლის შესასვლელისგან შეკრებილებს პოლიციის კორდონი ყოფდა. ისინი ტაძრის ერთ-ერთ შესასვლელთან დგანან.  მმკ საქართველოში პაპის ვიზიტს აპროტესტებს. ისინი მიიჩნევენ, რომ პაპი ერეტიკოსია. რამდენიმე საათის წინ მათ განცხადება გააკეთეს, სადაც აღნიშნეს, რომ ყველაფერს იზამენ, რათა პაპი ტაძარში არ შეუშვან.