იურისტ თედ ჯონასს ლევან ვასაძის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეაქვს

 
„ნუთუ საქართველოს პროკურატურას უბრალოდ არ ძალუძს აწარმოოს გამოძიება დროულად და კომპეტენტურად? სიჩქარე, რომლითაც პროკურატურამ დააკავა დემონსტრანტები სავარაუდო დანაშაულისათვის, 20-21 ივნისის ღამეს, პარლამენტის წინ, ცხადყოფს, რომ როდესაც არსებობს ნება, პროკურატურა მყისიერად აკავებს ადამიანებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის. მაშინ, რატომ დასჭირდა პროკურატურას თითქმის 2 თვის ვადა იმისათვის, რომ გამოეძიებინა ვასაძის უკანონო (შეიარაღებული რაზმი) ფორმირების შესახებ ფაქტები და რა მიზეზით ვერ შეძლო პროკურატურამ დაეწყო გამოძიება იმ მრავალი დანაშაულის წინააღმდეგ, რომლებიც ვასაძემ ჩაიდინა იმავე პერიოდში და რომლებიც ღია, აშკარა და მტკიცებულებებით სრულად დადასტურებულია?” - აცხადებს თავის წერილში თედ ჯონასი.   მისი წერილის ადრესატები, შალვა თადუმაძესთან ერთად, შსს მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და აშშ-ს საელჩოს კონსული ჟენეტ რებერი არიან.  “ლიბერალი” ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ თედ ჯონასის წერილს. 14 აგვისტო, 2019 წელი შალვა თადუმაძე საქართველოს მთავარი პროკურორი აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი თბილისი, საქართველო RE: მოქალაქე ლევან ვასაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა პატივცემულო მთავარო პროკურორო: მოგმართავთ პირად საფუძველზე და როგორც საქართველოს მოქალაქე. ყოველივე ქვევით მოყვანილი ემყარება ჩემს საფუძვლიან მოსაზრებებსა და შეხედულებებს და ასევე იმ ფაქტებს, რომლებიც ჩემთვის ცნობილი გახდა ადგილობრივი პრესის მეშვეობით (იხ. დანართი 1). გამოვთქვამ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პროკურატურამ გაუმართლებლად ვერ ან არ შეძლო აღეძრა საქმე მოქალაქე ლევან ვასაძის მიერ ჩადენილი სერიოზული კრიმინალური აქტების საპასუხოდ. წინამდებარე წერილი გამოხატავს ჩემს მოქალაქეობრივ პროტესტს ბატონი ვასაძისა და მის მიერ საჯაროდ და ღიად ჩადენილი კრიმინალური აქტების წინააღმდეგ, რაც დასტურდება  მედიით გამოქვეყნებული მასალებით.   როგორც თავადაც კარგად მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუცია „ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. კონსტიტუცია არ უარყოფს სხვა, უნივერსალურად აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებას. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.“(მუხლი 4.2.). კონსტიტუცია აცხადებს, რომ „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია“ - პრინციპი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული ბატონი ვასაძის მიმართ მის პასუხისგებაში მისაცემად ჩადენილი დანაშაულის გამო, ისევე როგორც მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთა დასაცავად, რასაც განსაზღვრავს კონსტიტუციის 11.1 მუხლი.  საქართველოს კონსტიტუციით აზრისა და მისი გამოხატვის უფლება დაცულია, ისევე როგორც წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება (მუხლი 17.1 და მუხლი 21.1). ამ უფლებების თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა, „თბილისი პრაიდის“ სახელწოდების ქვეშ, სცადა შეკრება და მარშის ჩატარება 16-22 ივნისის დღეებში, ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების აღიარებისა და დაცვის მხარდასაჭერად. ეს პერიოდი ემთხვევა ე.წ. „პრაიდის თვეს“, რომელიც აღინიშნება მთელს მსოფლიოში, როგორც ლგბტ თემის აღიარებისა და მხარდაჭერის კვირეული.  დაწყებული, დაახლოებით, 2019 წლის 15 ივნისიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში, მოქალაქე ლევან ვასაძემ ჩაიდინა შემდეგი: ვასაძის გამონათქვამების სრული სია, რომელიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ უკანონო ქმედებებს და გამოქვეყნებული იქნა პრესაში, თან ერთვის წინამდებარე წერილს დანართი 1-ის სახით.  ვასაძის მუქარის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2019 წლის 17 ივნისს გამართულ შეხვედრაზე, გააფრთხილა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები, რომ ვერ შეძლებდნენ მათ დაცვას შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობისას და ამგვარად, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უარი ეთქვათ თანასწორ დაცვაზე კანონის ძალით. იხილეთ, მაგალითად, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებები, რომლითაც დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ „უარი უთხრა აქტივისტებს მოთხოვნაზე გაემართათ „ღირსების მარში“ და რომ მოქმედი კანონის საწინააღმდეგოდ, ლგბტ თემს თავისუფალი შეკრების შესაძლებლობა ქვეყანაში არ აქვს.“ (1) https://www.interpressnews.ge/en/article/102583-ombudsman-says-interior-ministry-rejects-lgbt-activists-request-to-hold-pride; 2) https://www.interpressnews.ge/en/article/102585-ombudsman-lgbt-community-does-not-have-the-freedom-of-assembly-in-this-country; 3) https://www.interpressnews.ge/en/article/551884-nino-lomjarias-gancxadebit-shinagan-sakmeta-saministrom-lgbt-aktivistebs-praidis-chatarebaze-uari-utxra). შესაბამისად, ვასაძის გაჟღერებულ მუქარებს, როგორც მოქალაქეების ასევე პოლიციის წინააღმდეგ, მოყვა კონკრეტული შედეგი და ხელი შეეშალა „თბილისი პრაიდის“ მარშს და დისკრიმინაციისაგან კანონის ძალით დაცული ჯგუფის მიერ აზრის გამოხატვასა და უიარაღო შეკრებას, როგორც ეს იყო დაგეგმილი. ამ ფაქტით დგება არა მხოლოდ ვასაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ თავად სახელმწიფოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელმაც ვერ შეძლო მოქალაქეთა თანასწორი დაცვის უზრუნველყოფა კანონის ძალით და იმ მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვა, რომლებიც ცდილობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლებით სარგებლობას. ვასაძის კრიმინალური ქმედებები, როგორც ეს თავმოყრილია ამ წერილში და უფრო დაწვრილებით მოყვანილია 1 და 2 დანართებში, მოიცავს შემდეგ კანონდარღვევებს:  შესაბამისად, ლევან ვასაძის სიტყვები და ქმედებები არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმ 14 სხვადასხვა მუხლს და მოიცავს დანაშაულის ფართო სპექტრს: უკანონო დისკრიმინაცია, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა, ადამიანთა დევნა და მათ მიერ აზრის თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების კანონიერი უფლებით სარგებლობისათვის ხელის შეშლა  ძალადობისა და იარაღის გამოყენების მუქარით; უკანონო ფორმირების შექმნა და მართვა და ამასთან დაკავშირებული მრავალი აქტი; ძალადობისაკენ საჯარო მოწოდებები; და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა. მიუხედავად ამისა, საქართველოს პროკურატურამ ვასაძის ქმედებების გამოძიება მხოლოდ და მხოლოდ  დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 223 მუხლით, რომელიც ეხება უკანონო ფორმირების შექმნას. მას არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ გამოეძიებინა ან საქმე აღეძრა ლევან ვასაძის წინააღმდეგ, იმ მრავალი კანონდარღვევის გამო, რომელიც მან აშკარად ჩაიდინა სისხლის სამართლის 142, 239¹, 151, 156, 161, 252 და 353 მუხლებისა და სხვადასხვა პარაგრაფის მიხედვით.  უფრო მეტიც, არანაირი სიახლე არ გამოქვეყნებულა ვასაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით დაწყებული გამოძიების პროგრესის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს აქტები ჩადენილ იქნა თითქმის 2 თვის წინ, ფაქტები ღია და აშკარაა, არსებობს ათობით და ასობით თვითმხილველი და პრესაში გამოქვეყნებულია დამადასტურებელი მასალაც.  ნუთუ საქართველოს პროკურატურას უბრალოდ არ ძალუძს აწარმოოს გამოძიება დროულად და კომპეტენტურად?  სიჩქარე, რომლითაც პროკურატურამ დააკავა დემონსტრანტები სავარაუდო დანაშაულისათვის, 20-21 ივნისის ღამეს, პარლამენტის წინ, ცხადყოფს, რომ როდესაც არსებობს ნება, პროკურატურა მყისიერად აკავებს ადამიანებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის. მაშინ, რატომ დასჭირდა პროკურატურას თითქმის 2 თვის ვადა იმისათვის, რომ გამოეძიებინა ვასაძის უკანონო (შეიარაღებული რაზმი) ფორმირების შესახებ ფაქტები და რა მიზეზით ვერ შეძლო პროკურატურამ დაეწყო გამოძიება იმ მრავალი დანაშაულის წინააღმდეგ, რომლებიც ვასაძემ ჩაიდინა იმავე პერიოდში და რომლებიც ღია, აშკარა და მტკიცებულებებით სრულად დადასტურებულია?  პროკურატურის ქმედუუნარობა დროულად დაასრულოს გამოძიება 223 მუხლით და მისი სრული კრახი გამოიძიოს და ბრალი წაუყენოს ვასაძეს იმ მრავალი დანაშაულის გამო, რომლებიც მან აშკარად ჩაიდინა და დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლი, ბადებს ძლიერ ეჭვებს ქვეყანაში შერჩევითი და პოლიტიზებული სამართლის არსებობის შესახებ. ამას არ უნდა ქონდეს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას.  ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, მოვითხოვ, რომ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფმა სტრუქტურამ გამოიძიოს და საქმე აღძრას ლევან ვასაძის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის აშკარა დარღვევების გამო, რომლებიც მოყვანილია წინამდებარე წერილში და ასევე, სხვა შესაბამისი მიზეზებისა თუ გარემოებების გამო, რომლებიც შესაძლოა თქვენთვისაც არის ცნობილი.  პატივისცემით, თედ ჯონასი