იუსტიციის სამინისტრო: ვანო მერაბიშვილმა კლინიკაში ერთი საათი დაჰყო

 
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გუშინ სამედიცინო კლინიკაში იმყოფებოდა. ინფორმაცია "ლიბერალს" იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის ეკა ვეფხვაძის თქმით, ამჟამად ვანო მერაბიშვილი იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მან კლინიკაში ერთი საათი დაჰყო და მისი გადაყვანის გადაწყევტილება ციხის სამედიცინო პერსონალმა მიიღო. ეკა ვეფხვაძის თქმით, დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.