იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 4 მოსამართლე გათავისუფლდა

 
დღეს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით 4 მოსამართლეს - ასმათ კოხრეიძეს, მიხეილ ბებიაშვილს, ირაკლი შავაძეს და დავით კეკენაძეს უფლებამოსილება შეუწყდა. მათგან ასმათ კოხრეიძემ თავად არ ისურვა სამოსამართლო საქმიანობის გაგრძელება.  ისინი თანამდებობებზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იმყოფებოდნენ.