ივანიშვილი არის გარანტი, რომ ჩვენს სუვერენიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი სცენ - წულუკიანი
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საპარლამენტო მოსმენისას „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თინა ბოკუჩავას ივანიშვილის შესახებ საუბრის გამო უპასუხა.
„ეს ივანიშვილი თქვენი ასე მარტივად სახსენებელი არ არის. ქალბატონო თინა, რა იცით თქვენ ბატონ ბიძინაზე?! მე ვიცი ძალიან ბევრი კარგი რამ. ის სიკეთეები ვიცი, რაც მას უკეთებია, მეტი არაფერი ვიცი. თქვენგან განსხვავებით ვიცი მისი ფასი. ბიძინა ივანიშვილის ფასი ამ ქვეყანაში არის ის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არის გარანტი ქვეყანაში დღეს მშვიდობის, სტაბილურობის და იმისა, რომ ჩვენს სუვერენიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი სცენ. ეს ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის არის საკმარისი, რომ მის გვერდით ვიდგე, ვიქნები მინისტრი თუ ამომრჩეველი", - აცხადებს თეა წულუკიანი.