ჯაჭვლიანი, შენგელაია, ხალვაში - კინოცენტრის კონკურსის I ტურის შედეგები ცნობილია
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებული კონკურსის პირველი ტურის შედეგები გამოაცხადა.
ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი იყო 21 პროექტი.
კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა ყველა ის პროექტი, რომელმაც დააგროვა 145 ქულა და მეტი (სულ 8 პროექტი):
გასაუბრება მეორე ტურში გადასულ კონკურსანტებთან ჩატარდება 2019 წლის 11 თებერვალს.
კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოების დაფინანსება.
კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის საერთო ბიუჯეტის 75% -მდე, საექსპერტო კომისიის რეკომენდებული თანხის შესაბამისად.
საკონკურსო ფონდი შეადგენს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს. კომისია უფლებას იტოვებს სრულად არ გახარჯოს საკონკურსო ფონდი. ეროვნული კინოცენტრი კომისიის რეკომენდაციით დააფინანსებს მინიმუმ 2 (ორ) პროექტს.