ჯაფარიძე: ცესკოს თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ვერ ვიქნები „გირჩის" კანდიდატი

 
„ცესკომ დაგვიდასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ვერ ვიქნები გირჩი / Girchi-ს კანდიდატი. პარტიამ რომ კანდიდატი დააყენოს, წინა არჩევნებზე უნდა იყოს რეგისტრირებულიო", - ამის შესახებ ზურა ჯაფარიძე facebook-ზე წერს. როგორც ჯაფარიძე წერს, მისთვის და „გირჩელებისთვის" პრინციპული საკითხია, რომ ბიულეტენში ეწეროს „გირჩი", ამიტომ ხვალ მიმართავს იუსტიციის სამინისტროს, რომ მის სახელს დაემატოს ე.წ middle name - „გირჩი". ანუ გახდეს - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. მისი თქმით, ამ გზით „გირჩი" საარჩევნო ბიულეტენში მოხვდება. „ამ წესს ცესკო ვერ ცვლის, პარლამენტის შესაცვლელიაო. ჩემთვის და „გირჩელებისთვის" პრინციპული საკითხია, რომ ბიულეტენში ეწეროს გირჩი; საბოლოო ჯამში ჩემთვის ხმის მიცემა, გირჩისთვის ხმის მიცემაა, რადგან ცალკე აღებული ჯაფარიძე არ უდრის გირჩს. ცალ-ცალკე გირჩამდეც გვიკეთებია რაღაცეები, მაგრამ ის რაც არის გირჩი, მხოლოდ ჩვენი ერთობლიობით შეიქმნა. ხვალ, ოფიციალურად მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ ჩემს სახელს დაემატოს ე.წ middle name - „გირჩი". ანუ, რომ გავხდე - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ამ გზით გირჩი მოხვდება საარჩევნო ბიულეტენში", - წერს ჯაფარიძე.