ჯანი ბუკიკიო: კონსტიტუცია მთელ პარლამენტს უნდა მიეღო და არა მხოლოდ უმრავლესობას
ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს შეხვედრა პარლამენტის თავჯდომარესა და პრემიერ-მინისტრთან დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ჯანი ბუკიკიომ კიდევ ერთხელ ისაუბრა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
„პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ამიხსნეს ამ კრიზისის მიზეზები, რადგან მე ამას კრიზისად ვაფასებ. მათ ვუთხარი, რომ მსურს საქართველოს ახალი კონსტიტუცია იყოს სწორად შედგენილი კანონმდებლობა. ეს კი ნიშნავს, რომ კონსტიტუცია მთელ პარლამენტს უნდა მიეღო და არა მხოლოდ უმრავლესობას. ვაგრძელებ კონსულტაციებს სხვა პარტიებთან, ისივე, როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, მიმაჩნია, რომ ეს კანონმდებლობა სხვა პარტიებისთვისაც მისაღები უნდა იყოს და ფართო კონსენსუსის შედეგად უნდა დამტკიცდეს",- განაცხადა ბუკიკიომ.
ჯანი ბუკიკიო საქართველოში 28 ივნისს 40-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე სტუმართან ერთად ჩამოვიდა.