ჯანი ბუკიკიო: საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია

 
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უფრო და უფრო უცრუვდება იმედი.  „ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები, ვინაიდან ძალიან მჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეძლებდა წინ კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. მე იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პროცესი დაბლოკილია. ამ მომენტისთვის მხარეებს შორის დიალოგს ვერ ვხედავ. ჩემი მესიჯი იქნება: ესაუბრეთ ერთმანეთს,“ - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.  მან ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია, ვინაიდან არ არის კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც შესწავლილი იყო ვენეციის კომისიის მიერ. მისივე თქმით, პროექტი კარგია, მაგრამ გაუმჯობესება შეიძლება. კონსენსუსისთვის კი კომპრომისი უნდა გამოიძებნოს პოლიტიკურ ძალებს შორის.