ჯეჯელავა „ბირჟა მაფიის“ საქმეზე: მთავრობის ნაბიჯები წინ უსწრებდა ბერას განცხადებას

 
ვიცე-პრემიერი, განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა „ბირჟა მაფიის“ საქმეს და პროკურატურის მხრიდან აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს გამოეხმაურა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, მოახდინა თუ არა ბერა ივანიშვილის პოსტმა მთავრობაზე გავლენა, ჯეჯელავამ განაცხადა, რომ მთავრობის წევრებიდან ამ საქმეს გამოხმაურება ბერა ივანიშვილის განცხადებამდე მოჰყვა.   „ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ყველა ჩვენგანი მაშინვე გამოეხმაურა ამ მოვლენებს. პრემიერის და მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები წინ უსწრებდა, ამ შემთხვევაში, ბერას კომენტარს“, - განაცხადა ჯეჯელავამ.  ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზეც, რაც, მისი თქმით, ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო და ამაზე მუშაობენ.  „ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია იყო ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება. ამაზე მუშაობა არ შეწყვეტილა. პრემიერ-მინისტრის განცხადებამ კი ხელი შეუწყო იმას, რომ დღის წესრიგში ეს დამდგარიყო უფრო მალე, ვიდრე დაგეგმილი იყო“, - განაცხადა ჯეჯელავამ.